საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ.
შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის უფროსი ესწრებიან.
რაც შეეხება პირისპირ შეხვედრას, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერობა განიხილეს. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივასაც.
"ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საუბრისას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰაინც ფიშერს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებიც განიხილეს.
"როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში კონკრეტული შედეგების დემონსტრირებით. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.