ხონში თურქი ინვესტორები იმყოფებოდნენ
09-02-2018, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით,  ინვესტორები მერქან-ბურბუშელოვანი პროდუქციის წარმოებისა და ადგილზე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ხონის სატყეო ფონდით არიან დაინტერესებულნი.

 

 

შეხვედრის მიმდინარეობისას ლადო ჯურხაძემ სტუმრებს მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. მერმა ინვესტორებთან საუბარში აღნიშნა, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობაში ხელისუფლება ბიზნესმენებს ხელს უწყობს და საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესებულია.

 

 

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობდით მეზობელი რესპუბლიკის ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებსაც გავაცანით მუნიციპალიტეტის პოტენციალი.

 

 

თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი ორმხრივია და ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში 400-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ბიზნესმენებს ხელს უწყობს, რომ მათ ჩადონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადგილობრივები. ამის ხელშეწყობა მუდმივად იქნება და ბიზნესმენებს ამ ხრივ პრობლემები არასდროს შეექმნებათ“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი