(ფოტოზე: კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩენი გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ახლოს იჯდა).
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის სახელით გამართული ვახშამი გამოტოვა, სადაც იგი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიულ მეთაურთან, კიმ ჩენ ნამთან უნდა მისჯდომოდა მაგიდას.
პენსი ხანმოკლედ, მოულოდნელად შეხვდა კიმს, მაგრამ ისინი შეეცადნენ ერთამენთისთვის სახეში არ შეეხედათ, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპზე“ დაყრდნობით.
ამასობაში კი, ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ხელი ჩამოართვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩანს.
მაშინ როცა ორივემ - მუნმაც და იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ კიმს ხელი ჩამოართვეს, პენსმა ეს ნაბიჯი არ გადადგა, განაცხადეს სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის წინა დღით ფხენიანის მიერ სამხედრო აღლუმის გამართვამ, რომელიც აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ 8 თებერვლისთვის იქნა გადმოტანილი, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების უკმაყოფილება გამოიწვია.
კიმ ჩენ ინმა, ყინვიან ამინდში გამართულ 90-წუთიან სამხედრო აღლუმზე ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონული და მსოფლიო მშვიდობის „საბოტაჟში“ დასდო ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.