უნგრეთში ვიზიტად მყოფმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა
09-02-2018, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უნგრეთში ვიზიტად მყოფმა წყალტუბოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრებმა გენერალური ასამბლეის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

 


კონფერენციაზე მოხსენებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წარსდგა. მან წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

 


კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

 


ქართულ დელეგაციაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მრჩეველი ნიკა აფხაძე, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი წარმოადგენენ.

 


იმერეთის რეგიონიდან უნგრეთში ვიზიტად იმყოფებიან იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე, ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე და სამტრედიის მერი ვალერიან ფოცხვერია.

 


უნგრეთში ვიზიტის ძირითად მიზანს იმერეთის მხარეში დაგეგმილი პროექტების უნგრული მხარისადმი გაცნობა წარმოადგენს. მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კურორტის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი კავშირების დამყარებაა.

 


ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სენტგოტჰარდსა და წყალტუბოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს უკვე მოეწერა ხელი. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი. გაიმართა ორი ქალაქის მერებსა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები.

 


ვიზიტის დღის წესრიგი, ასევე, ითვალისწინებს ქართული დელეგაციის მონაწილეობას სზარვასკენდის კულტურულ ფესტივალში, რომელსაც საქართველოსთან ერთად, სლოვაკეთის, რუმინეთის, სერბიისა და სლოვენიის დელეგაციები დაესწრებიან, მხარეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა უნგრეთის გარემოს დაცვის სახელმწიფო მდივანთან.

 

 

ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში 12 თებერვალს დასრულდება.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი