ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო უკვე ტრამპის მეორე თანაშემწე გადადგა თანამდებობიდან
10-02-2018, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრამპის ოფიციალური გამოსვლების დამწერი დევიდ სორენსენი აშშ-ის პრეზიდენტის მეორე თანაშემწე გახდა ამ კვირას, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო თანამდებობიდან გადადგა.

 

 

 


სორენსენი (მაღლა ფოტოზე) უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

 


თეთრი სახლის თანაშემწის პოსტიდან მის წასვლას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი ოფიციალური პირის, რობ პორტერის მიერ თანამდებობის დატოვება, რომელსაც ორი ყოფლი ცოლი ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს.

 


როგორც BBC წერს, სკანდალმა წნეხში მოაქცია ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი, რომლის მიმართაც გაჩნდა კითხვები, თუ რა იცოდა მან ამის შესახებ და როდიდან იყო საქმის კურსში აღნიშნულთან დაკავშირებით.

 


თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც ორი ყოფილი ცოლის მხრიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებები გაჟღერდა, კელიმ 40 წლის პორტერი „ნამდვილად პატიოსან და კეთილშობილ მამაკაცად“ დაახასიათა.

 

 

 


პორტერს (ფოტოზე - ტრამპიდან ხელმარჯვნივ) ერთ-ერთი ყოფილი ცოლი თვალის ჩალურჯებაში სდებს ბრალს, მეორემ კი სასამართლოს ამკრძალავი გადაწყვეტილების გამოტანის სარჩელით მიმართა. პორტერი ყოფილი ცოლების ბრალდებებს უარყოფს.

 


პარასკევს, ტრამპმა პორტერის მიმართ, რომელიც ოთხშაბათს გადადგა თანამდებობიდან, პატივისცემა გამოხატა. ოვალურ ოფისში საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ ეს ახლახან აღმოვაჩინეთ და მე გაკვირვებული დავრჩი ამით, მაგრამ ჩვენ უდავოდ ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს, ახლა მისთვის მძიმე დროა.

 

 

„ჩვენ მას კარგად ყოფნას ვუსრვებთ“, თქვა ტრამპმა აღნიშნულ საკითხზე მისი პირველად გაკეთებული კომენტარისას და დაამატა: „იგი ძალზე დაუღალავად მუშაობდა“.

 


პრეზიდენტის კომენტარმა „დემოკრატების“ კრიტიკა გამოიწვია. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპმა იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა პორტერის მიმართ წამოყენებული ბრალდებები, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი