საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ზურაბ ადეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ გამოცემა “გლავკომთან” საუბრობს.
ექსმინისტრის განცხადებით, ფორმალურად მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია იმაზე, რომ საპატიმროებში პატიმართა უფლებები ირღვეოდა. თუმცა როგორც ადეიშვილი აცხადებს, საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის პენიტენციალური სისტემა იუსტიციის სამინისტროს აღარ ეკუთვნოდა. მისი განცხადებით, ინტერპოლმა გაიგო, რომ მას პოლიტიკურად დევნიდნენ.
“ხელისუფლება ჩვენ დემოკრატიული არჩევნების გზით გადავაბარეთ, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური ოპონენტების და ხელისუფლების ყოფილი წამომადგენლების დევნის გზა აირჩია. მე ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ვიყავი და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. სასამართლო პროცესი ჩემი მონაწილეობის გარეშე უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. ფორმალურად მე ბრალი მედება, რომ ირღვეოდა პატიმართა უფლებები, მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოში პენიტენციალური სისტემა იუსტიციის სისტემაში არ შედის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.
-საუბარი გლდანის ციხეზეა?
-კი ეს დაიწყო 2012 წელს გლდანის ციხის ირგვლივ განვითარებული სკანდალით. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავით და ციხეში წამების მონაწილეები დავაკავეთ, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ რამოდენიმე მათგანი გაათავისუფლა. იმისთვის , რომ კვალი აერიათ ჩემის და სხვების წინააღმდეგ საქმეები გაჩნდა. ინტერპოლი მიხვდა, რომ მე პოლიტიკური მოტივებით მდევნიან, მაგრამ ახლა მე არ შემიძლია საქართველოში დაბრუნება,”-აცხადებს ადეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.