ორი პოლიციელია მოკლული ოჰაიოს შტატში ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახების შემდეგ
11-02-2018, 08:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლომბუსის გარეუბან ვესტერვილში იმ დროს, როცა ისინი ოჯახური ძალადობის ფაქტზე 911-ზე გამოძახების შემდეგ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად გავიდნენ ინციდენტის ადგილას, ეჭვმიტანილი დაჭრილია და პატიმრობაში იმყოფება, განაცხადეს ოჰაიოს შტატის პოლიციაში.

 


ორ ოფიცერს ბინაში შესვლისთანავე ესროლეს, განაცხადა ვესტერვილის პოლიციის უფროსმა ჯო მორბიტზერმა ემოციური და წყვეტილი ხმით, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.

 


39 წლის ოფიცერი ერიკ ჯორინგი შემთხვევის ადგილას, 54 წლის ოფიცერი ანტონი მორელი კი მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მორბიტზერმა განაცხადა, რომ ისინი „ოჯახურ სიტუაციას“ პასუხობდნენ.

 


ეჭვმიტანილი დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვინაობა უცნობია.

 


მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას კოლომბუსის პოლიცია აწარმოებს.

 


ვესტერვილში შაბათს მომხდარ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჯორჯიის პოლიციის ოფიცერი იქნა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული და შერიფის ორი მოადგილე დაჭრილი შეიარაღებული მამაკაცის მიერ, რომელიც შემდეგ მოკლეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი