გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
12-02-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა.

 

 

„ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს.

 

 

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და გამოხატული მხარდაჭერისათვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი