თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის ინიციატივით ჩატარდა.
დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები.
აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილემ, მერაბ სირაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია.
საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისაკენ.
გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე", აღნიშნულია თერჯოლის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.