რუსი გამომძიებლები მოსკოვის სიახლოვეს, თოვლით დაფარულ მინდვრებში სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.
„სარატოვის ავიახაზების“ ავიალაინერმა, რომლის ბორტზეც 71 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი ყველა პირი, მათ შორის ბავშვი და ორი მოზარდი, დაღუპულია.
როგორც BBC იუწყება, ოფიციოზის თქმით, ისინი მომხდარის მიზეზად ამინდის მდგომარეობას, ადამიანურ შეცდომას და ტექნიკურ ხარვეზს განიხილავენ. მათ ტერორიზმის შესაძლებლობა არ აღუნიშნავთ.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, „სარატოვის ავიახაზების“ წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავს გაფრენამდე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა, ისევე როგორც ეს ავიალაინერებს „ყოველი გაფრენის წინ უტარდებათ და არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა“.
თვითმფრინავი მოსკოვიდან ურალის მთების მიმართულებით, ორსკისკენ მიფრინავდა, როცა ის კვირას, შუადღისას, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ნამსხვრევები და ცხედრების ნაწილები დიდ ფართობზეა მიმოფანტული.
მაშველებმა თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები დატოვეს და ინციდენტის ადგილამდე ფეხით მივიდნენ. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოების ჩატარებას სულ მცირე ერთი დღე დასჭირდება.
BBC-ის ცნობით, თვითმფრინავს გადაუდებელი დახმარების ზარი არ განუხორციელებია. ფრენის ერთ-ერთი ჩანაწერი აღდგენილია.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ტრაგედიის გამო ასევე სამძიმარი გამოხატეს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.