მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას და გვეყოლება ევროპული სტილის, ახალი ავტობუსები, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის განმავლობაში მერია შეძლებს 100 ახალი ავტობუსი შემოიყვანოს, რისთვისაც შესაბამისი თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
„ჩვენ ვიცით, ყვითელი ავტობუსების პარკი რა მდგომარეობაშია, ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს განახლება. წელს გამოვნახეთ შესაძლებლობა ბიუჯეტში, რომ ასი ახალი ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის. მე მგონია, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.