„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იმყოფებოდა
12-02-2018, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ისრაელში თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იმყოფებოდა.

 

 

გამოფენაზე „IMTM Tel-Aviv 2018" მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საქართველოდან წარმოდგენილ ტურისტულ მარშრუტებს შორის, წყალტუბომ, როგორც ბალნეოკურორტმა და დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქმა, დიდი ინტერესი გამოიწვია.

 


ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის" დირექტორმა, სალომე ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ სათანამშრომლოდ რამდენიმე უცხოური ტუროპერატორი უკვე დაინტერესდა და კონკრეტულ პირობებზე მოლაპარაკებები შედგა.

 


„მსგავს ღონისძებებში ჩვენი ჩართვა ხელს უწყობს კურორტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე", აცხადებს სალომე ქუთათელაძე.

 


ტურისტული გამოფენა თელ-ავივში - „IMTM Tel-Aviv 2018“, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრის „Tskaltubo-BeHealthy“ -ის დირექტორი ნანა კვიცარიძეც მონაწილეობდა.

 


„წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მსავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია უკრაინაში, აზრებაიჯანსა და ყაზახეთში.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი