საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულუგუნში“ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Strana.ua სააკაშვილის პრეს-მდივან დარინა ჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.
სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს ასევე სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე.
„რესტორანში სპეცნაზი შემოიჭრა, ყველა იატაკზე დააწვინეს. სააკაშვილი ავტომატებით გაიყვანეს, ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს", უთხრა უკრაინულ სააგენტოს საყვარელიძემ.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სააკაშვილის მხარდამჭერმა, იური დერევიანკომ РИА Новости-ს განუცხადა: „ეს-ესაა რაც იგი კიევში რესტორან „სულუგუნიდან" გაიტაცეს".
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი სპეცრაზმმა აიყვანა, თუმცა არ იცის თუ საით წაიყვანეს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.