მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა... ამ კაცს რამის თავი რომ ჰქონოდა, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში ჩემ გადაცემაზე“
12-02-2018, 21:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია, პირიქით, მას ქვეყნის პარლამენტარებიც კი დახვდნენ აეროპორტში და პოლონეთის ხელისუფლებამ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვაც გამოუყო. სააკაშვილი პოროშენკოს და ივანიშვილის „ოლიგარქიული რეჟიმების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი აქტიური ბრძოლით „ორივენი დაემხობა“.

 


„ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა... ამ კაცს რამის თავი რომ ჰქონოდა, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში ჩემ გადაცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მათხოვრები, არიან ფლიდები... მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ და ორივენი დაემხობა და ამ დამხობაში, ამ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან, მშვიდობიანში, მე ვითამაშებ გადამწყვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები იქ, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს - ორივეს ისე ეშინიათ ჩემი, როგორც ცეცხლის“, განაცხადა სააკაშვილმა ვარშავიდან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი