საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.
„მე ვესაუბრე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. მათ დამირეკეს, როდესაც აეროპორტში ჩავედი. პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს – ვაპირებდი თუ არა პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას… ვუპასუხე, რომ არა, არ მოვითხოვ არანაირ პოლიტიკურ შველას“, განუცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOn-ს.
12 თებერვალს, უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და პოლონეთში გააძევა.
პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.