საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, იზორიამ მოხსენება ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე საუბრით დაიწყო, რომელსაც უნარი ექნება შეაჩეროს მოწინააღმდეგის მხრიდან აგრესია და რაც შეიძლება ჭარბი ზიანი მიაყენოს მას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ აგრესიის განსახორციელებლად უწყებაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა - „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, „თეთრი წიგნი“ და „მინისტრის ხედვა 2017“. ლევან იზორიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ისეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დოკუმენტზე, როგორიცაა ეროვნული თავდაცვის გეგმა, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი შეიარაღებული ძალებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ქმედებები.
ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მიღწევა, რითაც რეფორმები დაიწყო, გახლდათ ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული 66% შემცირდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რიცხვი 53%-მდე შემცირდა და ის ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლევან იზორიამ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობისა და შეიარაღების შეძენის აუცილებლობაზე.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს მთავარ სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
სამხედრო განათლება, წვრთნები და სწავლებები, საერთაშორისო პროექტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, საერთაშორისო მისიები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობა და შეიარაღება, ადეკვატური დაფინანსება და საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის დასასრულს ლევან იზორიამ სოციალურ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.