საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართავს და მოუწოდებს, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.
„როგორი გაუნათლებელი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან გააძევო ადამიანი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი. მინდა ვკითხო ლუცენკოს, ამ კრიმინალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ წამიყენა ულტიმატუმი, რომ ან ჰოლანდიაში ნებაყოფლობით წავსულიყავი ან საქართველოში ექსტრადირება მომიწევდა, როგორ უნდა გამოვცხადდე სასამართლო სხდომებზე ახლა, მე ხომ დამანაშავე ვარ? თქვენ უმაღლეს რადაში გამოაცხადეთ და აჩვენებდით მულტფილმებს, რომ მე უკრაინის ხელისუფლების დამხობა მსურდა, რომ ვიღებდი ფულს რუსებისგან.
გამასამართლებენ უკრაინაში თუ არა, როგორ უნდა გამოვცხადდე უკრაინულ სასამართლოში. თუ ახლა ჩემზე ძებნას გამოაცხადებთ – მოგმართავთ, აქ ვარ, დამაბრუნეთ უკან, უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ. რას მიპასუხებს ამაზე უდიპლომო პროკურორი?“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„გუშინდელი დაკავების შემდეგ, ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი, აუცილებლად მოვტეხ კისერს", აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.