მოსკოვთან ახლოს რუსული ავიალაინერის კატასტროფის შესაძლო მიზეზად სიჩქარის სენსორების გაყინვა და დაბლოკვა დასახელდა
13-02-2018, 20:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიჩქარის სენსორები, რომლებიც ყინულით დაიფარა და დაიბლოკა, შესაძლოა, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამხდარიყო, განაცხადეს გამომძიებლებმა.

 


როგორც BBC რუსეთის სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, გაფუჭებულ მოწყობილობებს შესაძლოა, მფრინავებისთვის მცდარი მონაცემები მიეწოდებინა.

 


„სარატოვის ავიახაზების“ თვითმფრინავი კვირას, შუადღისას, მოსკოვის „დომოდედოვოს“ საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 71-ვე ადამიანი დაიღუპა.

 

 

„სარატოვის ავიახაზების“ წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავს გაფრენამდე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა, ისევე როგორც ეს ავიალაინერებს „ყოველი გაფრენის წინ უტარდებათ და არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა“.

 


თვითმფრინავი მოსკოვიდან ურალის მთების მიმართულებით, ორსკისკენ მიფრინავდა, როცა ის კვირას, შუადღისას, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ნამსხვრევები და ცხედრების ნაწილები დიდ ფართობზეა მიმოფანტული.

  


BBC-ის ცნობით, თვითმფრინავს გადაუდებელი დახმარების ზარი არ განუხორციელებია. ფრენის ერთ-ერთი ჩანაწერი აღდგენილია.

 

 

რას ამბობენ გამომძიებლები?

 

 

ფრენის ჩანაწერების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემები თვითმფრინავის აფრენიდან ორნახევარი წუთის შემდეგ შეიქმნა, მაშინ, როცა ავიალაინერი 1 300 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, განაცხადა კომიტეტმა.

 


მოწყობილობებმა ამ დროისთვის დაიწყეს სიჩქარის სხვადასხვა მონაცემის ჩვენება. მფრინავებმა ავტოპილოტი გამორთეს და თვითმფრინავმა დაიწყო სიჩქარის დაკარგვა, ვიდრე ის კატასტროფას განიცდიდა.

 


ყინვით დაბლოკილი სიჩქარის სენსორები, რომელსაც „პიტოტს“ უწოდებენ, 2009 წელს „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად დასახელდა, რა დროსაც 228 ადამიანი დაიღუპა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი