ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზეილსტრა, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა ტყუილი იყო, რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა.
„მე გავაკეთე არასწორი არჩევანი, მე ეს არ უნდა გამეკეთებინა... მე გადადგომის გარდა სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ“, განაცხადა ზეისლტრამ, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების წინა დღეს მიიღო. რუსეთის საგარეო უწყებამ კი განაცხადა, რომ ელოდებიან ნიდერლანდების მინისტრის მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის მხრიდან ვიზიტის გრაფიკში არავითარი ცვლილება არ შესულა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, გაზეთ „ვოლკსკრანტთან“ ინტერვიუში ზეილსტრამ აღიარა, რომ მისი მონათხრობი, რომ იგი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მის აგარაკზე იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი სიტყვებით, იგი ტყუილზე იმის გამო წავიდა, რომ დაეცვა ამ შეხვედრაზე ნამდვილად მყოფი პირი, რომელმაც მას მოუთხრო იმის შესახებ, რომ პუტინმა ბელარუსს, უკრაინას, ბალტიის ქვეყნებს და ყაზახეთს „დიდი რუსეთის“ ნაწილები უწოდა. 2014 წლიდან მოყოლებული ზეილსტრას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მან ეს სიტყვები პირადად მოისმინა.
ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი „არაგონივრულად“ მოიქცა, მიუხედავად ამისა, იგი დარჩება თავის თანამდებობაზე, რადგანაც ისტორიის შინაარსი საკამათო არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.