სავალუტო ფონდი 2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლის გაგრძელებას პროგნოზირებს
19-05-2015, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის მაისის ანგარიშშია ნათქვამი.


ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საქართველოში 4.7%-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა, 2016 წლისათვის მოსალოდნელია 3 პროცენტამდე მატება.


ანგარიშის მიხედვით, სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში წელს ინფლაციის ზრდა 1-დან 7 პროცენტამდეა მოსალოდნელი.


“ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა, შედეგად თურქმენეთში და აზერბაიჯანში 2015 წლის დასაწყისში ვალუტებმა დევალვაცია განიცადა. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს საერთაშორისო რეზერვების დასაცავად და ფულადი გზავნილების შიდა სავალუტო ღირებულების მხარდასაჭერად”, – წერია ანგარიშში.


როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ინფლაცია არ გაღრმავდეს, შესაძლოა საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეგიონში, ღრმა სტრუქტურული რეფორმები კი განსაკუთრებით ბიზნესკლიმატის გაძლიერების მიზნით, გაზრდის პერსპექტივას და ეკონომიკური ზრდას უფრო ინკლუზიურს და დივერსიფიცირებულს გახდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი