ვანის მერიაში პროექტის „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია გაიმართა
14-02-2018, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

 


პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


მრჩეველთა საბჭო და გენდერული თანასწორობის საბჭო შეიძლება გახდეს ის მექანიზმები, რომელთა სრულფასოვანი ფუნქციონირებითა და მათში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობით მოხდება მუნიციპალიტეტში ქალებისთვის სასურველი დღის წესრიგის დანერგვა, ასევე ქალთა მეტი სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.

 


ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზნები გააცნეს და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ქალთა საჭიროებების კვლევის შედეგების, იდენტიფიცირებული პრობლემების, აგრეთვე მომზადებული რეკომენდაციებისა და ფოკუს-ჯგუფის ანგარიშები წარუდგინეს.

 


ვანის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯგუფებთან ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა საჭიროებები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების სრულფასოვანი ყოფისა და საქმიანობისათვის.

 


დღესვე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს გენდერული საბჭოს დებულების შინაარსზე მომზადებული კონკრეტული რეკომენდაციებიც გაცნეს.

 


პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი