დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი კომენტარი ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის", აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
ექიმებმა დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან გასვლის უფლება დღეს მისცეს. იგი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით საკუთარი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილია დასვენებული.
შვილის გარდაცვალების შესახებ გუგეშაშვილს დღეს ახლობლებმა შეატყობინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.