პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა. სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ორგანიზებით, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ორი კვირის განმავლობაში სამთო მიმართულებით და სამთო პირობებში მოქმედების სპეციფიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სემინარზე „მთანი მაღალნი“ დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ.
კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა და მის მიზანს მსმენელებისთვის ბუნებრივ, სამთო პირობებში მოქმედებისთვის საჭირო წესების გაცნობა, მათი ფიზიკური და გონებრივი უნარების განვითარება, პირველადი დახმარების გაწევისა და თვითგადარჩენის ინსტიქტების გაცნობა წარმოადგენდა.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორების გარდა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ლექციები საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა წაუკითხეს. სტუმრებმა ინფორმაცია შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე, დამკვიდრებულ ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე მიიღეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებთან საუბრისა და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.