სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული ფლორიდის საშუალო სკოლის კამპუსზე თავდასხმის შედეგად
15-02-2018, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული ფლორიდაში, მას შემდეგ რაც პარკლენდის საშუალო სკოლის კამპუსს ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცმა გაუხსნა.

 


BBC-ის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილად 19 წლის ნიკოლას კრუზი დასახელდა, სკოლის ყოფილი სტუდენტი, რომელიც გარიცხული იყო სასწავლებლიდან.

 

 

ბროვარდის ოლქის შერიფმა სკოტ იზრაელმა რეპორტიორებს უთხრა, რომ კრუზმა სამი ადამიანი სკოლის გარეთ მოკლა, რის შემდეგაც შენობაში შევიდა და იქ კიდევ 12 ადამიანი მოკლა. ორი ადამიანი მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 


„ეს კატასტროფაა. ნამდვილად არ არსებობს სიტყვები“, დაწერა მოგვიანებით შერიფმა „თვითერზე“.

 


ბროვარდის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა, აივან ბოიარმა რეპორტიორებს ოთხშაბათ საღამოს (აშშ-ის დროით) განუცხადა, რომ საერთო ჯამში 17 ადამიანი იქნა გადაყვანილი ახლომდებარე საავადმყოფოებში.

 

 

მან დაამატა, რომ მათ შორის ვისაც მედიკოსები დახმარებას უწევდნენ, ეჭვმიტანილი კრუზიც იყო. სამი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება და სხვა სამი პირი სტაბილურ მდგომარეობაშია, განაცხადა აივან ბოიარმა. 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი