საქართველოს დღეს, 15 თებერვალს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვენეციის კომისიის წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ჯოზეფ მარია კასტელა ადრეუ და ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განყოფილების ადმინისტრატორი ზია კაგა ტანიარი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავენ.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრება.
შეხვედრა 11:00 საათზე, თავმჯდომარის სათათბირო ოთახში გაიმართება.
დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
შეხვედრა 14:00 საათზე პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში გაიმართება.
დელეგაცია საქართველოს ხვალვე დატოვებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.