გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას
15-02-2018, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

 

პრემიერმა კობახიძის აშშ-ში ვიზიტს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

 

 

„პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე არა ერთ კონგრესმენს, სენატორს და მას ჰქონდა ასევე ძალიან საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარი მხარდაჭერა აშშ-ის, საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატება. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას ამ ურთიერთობების და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო", განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი