კასპსა და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა
15-02-2018, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კასპსა და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის სათიბ-საძოვრის 25-წლიანი იჯარით გადაცემა ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის, რომლითაც ისარგებლებს 43 ადგილობრივი ოჯახი და მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი.

 

 

ასევე, ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში რომ ეს საძოვრები შეიძლება რაიმე კუთხით სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ასევე იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში. ასეთი წარმატებული მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო „ბლაუენშტაინის", შვეიცარიულ-ქართული კომპანიის დადებით გამოცდილებას. ამ გამოცდილებას ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი