„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას - ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ", ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იყო ინიცირებული.
პრემიერის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქში მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მშენებლობების პროცესს და გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესაძლებლობას.
„ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია," აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.