საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ახალი კანონპროექტი რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას გულისხმობს, ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ მინისტრის ინიციატივით მოამზადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული რეფორმა ახალი ტალღის ნაწილია და მას სხვა ახალი საგადასახადო ინიციატივებიც მოჰყვება.
„ჩვენი ამოცანაა, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. გადასახადებს ხუთჯერ შევამცირებთ, მცირე მეწარმეებისთვის ჩამოვალთ 5%-დან 1%-იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც 5-ჯერ გაზრდაა არსებული 100 ათასი ნიშნულისა“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.