საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას არ დაექვემდებარება. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია არ ექნება და ეს ფუნქცია რჩება პროკურატურას.
„ახალი წესის თანახმად, ჩვენ მივიღებთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც ექნება გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია. შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ხელისუფლების სამი შტოს, ასევე, ომბუდსმენის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, პრემიერ მინისტრს, მთავრობას ორიდან ხუთამდე კანდიდატს წარუდგენს.
შეირჩევა ორი კანდიდატი და საბოლოოდ, პარლამენტი აირჩევს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პირს, რაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემთხვევაში, ასე არ არის“, განაცხადა თა წულუკიანმა.
საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შეიქმნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.