დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
15-02-2018, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტად ბაქოში იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს.

 

 

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და სულ უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ და ა.შ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი აღინიშნება, მან ილჰამ ალიევს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცა. 2018 წელს ასევე დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს საქართველო, 26 მაისს საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი