საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის მიმართვას მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორ მინისტრმა განაცხადა, სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს.
მისივე თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„მომართვაზე ჩაბუქის ოჯახს უკვე გავეცი პასუხი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ასე არის კანონით. ამჟამად საქმეს სასამართლო იხილავს და სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს ამის უფლება არ აქვს, კანონის მიხედვით, ასეთი საქმე იხურება და საკითხი აღარ განიხილება. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს ამ პირის გადაცემის უფლება, შემდეგ უკვე საქმის მასალებზე, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაყრდნობით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ვცეთ პატივი ჩვენივე ქვეყნის სასამართლოს და დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.