შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოს-და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.