თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა
15-02-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს.

 

 

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გამოვყავით და ახალი, ურბანული განვითარების სამსახური შევქმენით, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს.

 

 

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა - ვახტანგ ჯოხაძე, რომელიც პროფესიით ურბანისტია, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი