დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
15-02-2018, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა.

 

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების ევროპის ბაზარზე მიწოდების საკითხზე საქართველოსა და თურქეთის გავლით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) პროექტებში, რომლებიც დღეისთვის წარმატებით ფუნქციონირებენ. ითქვა ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანული, კარძოდ, შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მე-2 ფაზიდან მიღებული და ზოგადად, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განვითარების მიზნით.

 

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ასევე ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტზე, რომლის მიზანიცაა თურქმენული გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით.

 

 

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმების და საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი