თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება.
სოფელ ალისუბანში მცხოვრებ შშმ პირებს, რომლებსაც თერჯოლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარ აუღეს ზომები ეტლის მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, სახლებში ეწვივნენ და ეტლები გადასცეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მერის თანაშემწემ გიორგი ამირანაშვილმა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა დიანა ფოცხვერაშვილმა, სოფელ ალისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბუცხრიკიძემ და მერიის სხვა თანამშრომლებმა.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.