საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდება. სწავლება ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარება. სწავლება 2019 წელს ჩატარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.