თავდაცვის უწყებისა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემკეთებელ-ელექტროტექნიკოსის კურსი გაიარეს
15-02-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს. თავდაცვის უწყებისა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემკეთებელ-ელექტროტექნიკოსის კურსი გაიარეს. კურსზე ჩარიცხულმა 16 სამხედრო მოსამსახურემ და 5 სამოქალაქო პირმა სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა.

 


კურსის დასრულება დღეს მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, პროფესიული მომზადების ცენტრის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კურსის განმავლობაში მსმენელებმა სატრანსპორტო სფეროში ავტომობილების ელექტრომოწყობილობების სისტემებისა და მექანიზმების დიაგნოსტირების ხერხები და დაზიანებების აღმოფხვრის მეთოდები შეისწავლეს.

 

 

პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნა მათ პროფესიული საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობის უკეთ შესრულებაში დაეხმარება.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს, „სპექტრსა“ და „გლდანის პროფესიული მომზადების“ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. თავდაცვის უწყება პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი