კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი, რაც კათოლიკოს-პატრიარქს უფლებამოსილებას გაძლევთ, გარკვეულ საკითხებში თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, - ასე მიმართა ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ჰიშერმა სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს გამართულ შეხვედრაზე.
"საქართველოზე უკვე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები შემექმნა. ჩვენ მოვემზადეთ აღნიშნული ვიზიტისათვის. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია იმ პრობლემებისა და სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰქონდა და აქვს საქართველოს. გარკვეულწილად ვერკვევით ახალ ისტორიაში. გავეცანით თქვენს პიროვნებას, დეტალურად შევისწავლეთ თქვენი ბიოგრაფია და თქვენი როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ვიცით ისიც, რომ კონსტიტუციით, სამართლებრივად განსაზღვრულია მისი სტატუსი, რაც თქვენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უფლებამოსილებას გაძლევთ, გარკვეულ საკითხებში თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. იმავდროულად მინდა მოგახსენოთ, რომ ავსტრიის რესპუბლიკის კონსტიტუციით უზრუნველყოფილია როგორც წამყვანი რელიგიების სტატუსი, ისე ყველა რელიგიური უმცირესობის. ამის მაგალითად მინდა დავასახელო ის ფაქტი, რომ ახლახანს ავსტრიის პარლამენტმა მიიღო კანონი ისლამთან დაკავშირებით, რომელიც ამ რელიგიას ასევე განუსაზღვრავს სტატუსს", - განაცხადა ჰაინს ფიშერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.