ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში ვანში მცხოვრებ სამ უხუცეს ქალბატონს 1000-1000 ლარი გადასცა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურის ცნობით, დღეგრძელთა დახმარების პროგრამა მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომელის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ.
"აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედა და დღემდე პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გაიცა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია უხუცეს ქალბატონებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს", აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.