საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოები მუშაობას იწყებენ. საბურთალოს რაიონის ტერიტორიული მართვის სამივე ერთეულის საზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საბჭოს წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დემეტრე ცხვიტავამ.
როგორც დემეტრე ცხვიტავამ საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოების პირველ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მონიტორინგს გაუწევს ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სკვერების მოწყობას, სპორტული მოედნების რეაბილიტაციასა და ყველა იმ ძირითად საკითხებს, რომლის მოგვარებაც საბურთალოს რაიონში მცხოვრებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ის თავად იქნება ანგარიშვალდებული საბჭოების წევრების წინაშე, „რადგან საბჭო, როგორც გამგებელთან არსებული სათათბირო ორგანო, მონიტორინგს გაუწევს თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბიუჯეტის გადანაწილებას, ხარჯვას და მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოების შესრულებას”.
საზოგადოებრივი საბჭოები ექსკლუზიურად მხოლოდ საბურთალოს რაიონის გამგეობაში რაიონის გამგებლის ინიციატივითა და თბილისის მერის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი საბჭოების ეს მოდელი დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობაში დაინერგება.
თითოეული საუბნო სამსახურის მიხედვით დაკომპლექტებულ საბჭოში 21 პირია გაწევრიანებული, რომელთაგანაც ათი პირი ამავე რაიონის მაცხოვრებელია, ორ-ორი წევრი მედია, ბიზნესს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ხუთი წევრი კი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, რომელიც უშუალოდ გამგებლის მიერ არის შერჩეული.
საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების – USAID-ისა და CSI-ს მიერ განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.