ევროპელი ლიდერებისათვის გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, წმინდა დიუკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია მოეწყო.
გაიმართა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფო დროშების აღმართვის ცერემონია ამავე ქვეყნების ჰიმნების თანხლებით და ნატო-ს საჰაერო - საპოლიციო მისიის საბრძოლო თვითმფრინავების ავიაშოუ.
ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფო დროშების აღმართვის ცერემონია, ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო ზარების რეკვით დასრულდა.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს ლიტვის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუსი, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნინისტო, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.