ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ადმინისტრაციულ შენობაში, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მერის მოადგილესთან ალექსანდრე მიქელაძესთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ახალგზარდებთან, რომლებმაც ქართული და ინლისური ენის სასწავლო კურსი სოფელ ფოკის დედათა მონასტერში გაიარეს, მერმა შეხვედრა პროგრამის „ჩემი წარმატებების გზა“ ფარგლებში გამართა.
სოფელ ფოკაში წლების განმავლობაში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი და საქმისადმი ერთგული პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ, ფოკა თავისი ადგილობრივი კადრებით ერთ - ერთი საუკეთესო სოფელი იქნება მუნიციპალიტეტში. პედაგოგის ძალისხმევით, სტუდენტებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ეზიარნენ ქართულ კულტურასა და შემოქმედებას.
შეხვედრის ფარგლებში, წარმატებულმა სტუდენტებმა თავიანთ სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა კურსდამთავრებული უკვე დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და დასაქმდა. თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტის ჯივან მკრტჩიანის აზრით, სწავლა ახალგაზრდობის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია, სახელმწიფო ენის სწავლა კი, მომავალი წარმატებისათვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანი მოსოიანის განცხადებით კი, მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთა დაახლოებით 80% სწავლობს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მათი უმეტესობა სწორედ სოფელ ფოკისა და განძის მაცხოვრებლები არიან. მისი თქმით, ოთხი წლის შემდეგ ჩვენ გვეყოლება სახელმწიფო ენის მცოდნე საუკეთესო ახალგაზრდა კადრები ყველა მიმართულებით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის.
შეხვედრას სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და ფოკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ვაჩაგან ალვანჯიანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.