ჩემს მიერ ერწოელებისათვის მიცემული დაპირება შესრულდება, აცხადებს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. განცხადებაში, რომელიც ქუცნაშვილის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელი 7-კმ-იანი ახალი საავტომობილო გზა აშენდება.
„სამწუხაროდ, არასოდეს ყოფილა ამ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის დამაკავშირებელი გზა მოასფალტებული, რის გამოც შემდეგი სოფლების: ხევსურთსოფელი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, სიმონიაანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, მოქალაქეები ტალახიანი და მტვრიანი გრუნტის გზით სარგებლობდნენ.
ჩვენი ოპოზიციის სკეპტიციზმი და მორიგი ტყუილი არ გამართლდა. ისინი თიანეთის ამ 8 სოფლის მოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ატყუებდნენ, რომ ეს დაპირება იყო ტყუილი და არ განხორციელდებოდა.
მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე და ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები და მათი სტუმრები ისევე ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო საავტომობილო გზით, როგორც სარგებლობენ მეზობელი ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთი სოფლის მოქალაქეები.
პროექტის მშენებლობა განხორციელდება სიმონიაანთხევის ად. ერთეულის მოქალაქეების და მათი ადგილობრივი ლიდერების – კობა ბიჭინაშვილისა და იაგო შერაზადაშვილის თხოვნის საფუძველზე.
ქართული ოცნება თიანეთში თავის დაპირებებს ასრულებს", აღნიშნულია ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.