მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა
16-02-2018, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა. მიუნხენში საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე მსჯელობისთვის, შეკრებილია 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი.

 

 

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრაგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ და სხვა ლიდერებმა.

 

 

პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კონფერენციის თანაორგანიზებით, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.

 

 

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი