ძლიერი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მექსიკაში
17-02-2018, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი მიწისძვრა მოხდა მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რამაც შენობები ეპიცენტრიდან 350 კილომეტრით მდებარე ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოშიც მძლავრად შეარყია.

 

 

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი პინოტეპა დე დონ ლუისი იყო და ბიძგები მიწისქვეშ 24.6 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 


იმ შტატში, სადაც მიწისძვრა მოხდა, ზოგიერთი შენობა დაზიანდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

 


წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

 


პარასკევს, საღამოს საათებში (ადგილობრივი დროით) მომხდარი მიწისძვრისას მექსიკის დედაქალაქში რყევები იმდენად მძლავრად შეიგრძნობოდა, რომ ადამიანები შენობებიდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ.

 


ხელისუფლებამ დაჟინებით მოუწოდა მობინადრეებს, გარეთ დარჩნენ.

 


გასული წლის სექტემბერში, ორმა დამანაგრეველმა მიწისძვრამ მექსიკაში ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი