ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს, განაცხადა პროკურორმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას, რომელიც მიუნხენში გაიმართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.
პრემიერი მიესალმა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას და სასამართლოს წარმომადგენლის დანიშვნას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის სწორად წარმართვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.