ჩინეთის წარმატება მის ერთ-ერთ იმ ალტერნატივაში მდგომარეობს, რაც დასავლეთის მიერ არის შეთავაზებული, „რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული ეგრეთ წოდებულ „სისტემების მეტოქეობით’“, ნათქვამია ჩინელი კონგრესმენის და მაღალი რანგის დიპლომატის, ფუ ინგის წერილში, რომელიც German Times-ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაშია გამოქვეყნებული.
როგორც ჩინური გამოცემა Xinhuanet-ი იტყობინება, წერილში, ქალბატონი ფუ ინგი, ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ჩინეთს არ გააჩნია განზრახვა მისი პოლიტიკური სისტემის და იდეოლოგიის ექსპორტირება მოახდინოს. მისი აზრით, დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები გლობალურ პრობლემას წარმოადგენს და იგი გლობალური თანამშრომლობის გზით უნდა იქნეს პასუხგაცემული.
დასავლური სამყარო, რომლის სათავეშიც შეერთებული შტატები დგას, თავისი ღირებულებების და მოდელების ექსპორტირებით ცდილობს მთელი მსოფლიოს ვესტერნიზაციას, აცხადებს ჩინელი დიპლომატი და განაგრძობს, რომ ამ მცდელობებმა არა მხოლოდ მარცხი განიცადა გამკლავებოდა ძველ პრობლემებს, არამედ შექმნა კიდევაც ახალი პრობლემები.
ჩინეთი, როგორც მსოფლიოს ნაწილი, კარგად მხოლოდ მშვიდობიან საერთაშორისო გარემოში განვითარდება, ამბობს იგი და ამატებს, რომ ჩინეთმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობა და განვითარება რჩება დღევანდელი ჩვენი დროების მოწოდებად, მაშინ როცა აღიარებს, რომ მსოფლიო მზარდი გაურკვევლობის და მადესტაბილიზებელი ფაქტორების პირისპირ დგას.
ჩინეთის დიპლომატიურ მიზნებს ახალ ეპოქაში წარმოადგენს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების წარმოქმნის ხელშეწყობა - ისეთის, სადაც უფრო დიდი მნიშვნელობა ხანგრძლივ და მტკიცე მშვიდობას, უნივერსალურ უსაფრთხოებას და საერთო კეთილდღეობას და კაცობრიობის საერთო მომავლის მშენებლობისაკენ მოწოდებას ექნება მინიჭებული, განაგრძობს ფუ.
„ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მოლოდინები მსოფლიოს მომავალზე, არამედ ასევე ჩვენი საჭიროება ჩვენი შიდა განვითარებისა“, წერს დიპლომატი.
მაგრამ მაშინ, როცა ჩინეთი უფრო ძლიერი ხდება, ჩინეთის გარეთ შეკითხვები და წუხილები წარმოიშვა. რას ნიშნავს, როცა ჩინეთი აღთქმას დებს, რომ „სცენის ცენტრის სიახლოვეს გადაინაცვლებს?“ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩინეთი მზად არის შცვალოს შეერთებული შტატები და ითამაშოს „წამყვანი როლი?“ როდესაც ჩინეთი სთავაზობს „ჩინურ სიბრძნეს და ჩინურ მიდგომას“, არის ეს ტოლფასი იმისა, რომ ჩინეთი მისი განვითარების მოდელის ექსპორტირებას ახდენს?
ფუმ ამ წუხილებს ასე პასუხობს: „ჩვენ გვსურს ვითამაშოთ როლი მსოფლიო საქმეებში და კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის განვითარებაში. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და იმ ფორმებში, რაც ჩვენ ღირებულებებთან არის შესაბამისობაში“.
იგი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთმა მხოლოდ იმ ქვეყნებს შესთავაზა ახალი არჩევანი, რომლებიც ლამობენ სწრაფ განვითარებას, მაშინ როცა ინარჩუნებენ თავიანთ დამოუკიდებლობას, „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის მოდელი და იდეოლოგია უნდა იქნას ექსპორტირებული“.
რაც შეხება ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებს, არსებობს განსხვავებულობა შეერთებულ შტატებს, პლუს მის მოკავშირეებსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ ალიანსს, აცხადებს ჩინელი დიპლომატი და განაგრძობს: „მაშასადამე, მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანამ ერთად იმუშაოს, რომ ჩამოაყალიბოს გარკვეული მთავარი საერთო პრინციპები“.
ფუ ამბობს, რომ ის, რასაც ჩინეთი უჭერს მხარს ეს არის ის, რომ უპასუხო „დროების გამოძახილს“.
თუ ჩინეთი და შეერთებული შტატები, ასევე ევროპა, რუსეთი და სხვებიც შეძლებენ მთავარი საკამათო გადაწყვეტილების ძირითადი პრინციპების გამოკვლევის დაწყებას, ეს არა მხოლოდ დაეხმარება საერთო სტაბილურობის უზრუნველყოფას მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ცხელი რეგიონული საკითხების გადაწყვეტასაც, მიიჩნევს ჩინელი დიპლომატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.