ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
19-05-2015, 07:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.


პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. მისი განხორციელების შედეგად, დაბა ასპინძაში მცხოვრებ 600 ოჯახს, როგორც წყლის გრაფიკი, ასევე წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება.


მიმდინარე სამუშაოებს დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ვლადიმერ ლაზარიშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, დაბა ასპინძის 600-მდე ოჯახს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა ასპინძაში წყლის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდება და როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდება.


უწყების ცნობით, ასპინძის მოსახლეობას ამჟამად ზოგიერთ უბანზეწყალი 2-3- საათიანი გრაფიკით, ხოლო ზოგიერთზე 10-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, პროექტის განხორციელების შედეგად, ისინი მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 16-24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.


პროექტის ფარგლებში, 100 მ³ მოცულობის არსებული რეზერვუარის გადახურვა მოხდება, 4.5 კმ სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენი კი შეიცვლება, ასევე, გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა მოხდება. ამ ეტაპზე 1150 მეტრი მილსადენი უკვე მოწყობილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი