გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ მინისტრს შეხვდა
17-02-2018, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. აღინიშნა ჰოლანდიელი ინვესტორებისა და ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

 

 

პრემიერ მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია, ასევე - შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა. გიორგი კვირიკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი